გიორგი ჭანტურიას ადვოკატი - ბრალდების მხარემ ცრუ მოწმეები წარმოადგინა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს გიორგი ჭანტურიას შემხებლობას ამ დანაშაულთან, - ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ბრალდების მხარემ საქმის გამოძიების პროცესში ცრუ მოწმეები წარმოადგინა.

„საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს გიორგი ჭანტურიას შემხებლობას ამ დანაშაულთან. პირიქით, აქ ისეთი მოწმეები არიან წარმოდგენილნი, რომლებსაც ჩვენებები აქვთ შეცვლილი და რომლებიც ასე ვთქვათ, ციდან დაეშვნენ, აი, საერთოდ საქმეში რომ არც ფიგურირებდნენ, 8 თვის თავზე თითქოს, გამოჩხრიკეს ვიღაცები, რომლებიც რეალურად ცრუ მოწმეები არიან. ეს არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო რაც შეეხება პროცესუალურ ნაწილს, ამ 9 თვის მანძილზე მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ყოფილა ამოწურული. დღესდღეობით მიმდინარეობს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა,“ - განაცხადა ბასიალიამ.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია, პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვის გამო, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს