ირაკლი სესიაშვილი გამორიცხავს, რომ შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია შეცვალოს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლას გამორიცხავს და განმარტავს, რომ იზორია თავის სამსახურს ღირსეულად გააგრძელებს. რაც შეეხება შავლეგო ტაბატაძეს, სესიაშვილის თქმით, იმერეთის გუბერნატორის პოსტზე ტაბატაძემ კარგად იმუშავა, თუმცა ახლა თუ ჯარს დაუბრუნდება, ეს მისასალმებელია.

„ მე არც ინფორმაცია მაქვს და არც მოლოდინი, რომ მინისტრების შეცვლა იგეგმება. ბატონ ლევანს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა პარლამენტში გამოსვლა და ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვა, რომ ლევანი არის ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმატორი, რაც აღიარებულია. ამ უწყებაში მიღწეული შედეგები აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მას სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტისგან, კომიტეტისგან და მე, დარწმუნებული ვარ, რომ ლევანი ღისრეულად გააგრძელებს თავის სამსახურს.

რაც შეხება ბატონ შავლეგოს, შავლეგოც ყოველთვის ღირსეული ოფიცერი იყო. მე, მსმენია, რომ როგორც გუბერნატორმა, ძალიან კარგად იმუშავა და ის რეგიონის ერთ-ერთი წარმატებული ხელმძღვანელი იყო. იმასაც გეტყვით, რომ ჯარში ძალიან გაუხარდებათ, თუ ის დაბრუნდება. მე, როგორც გავეცანი ინფორმაციას, მას სურს, რომ დაუბრუნდეს თავის პროფესიას. ამაში მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ და მივესალმები იმიტომ, რომ ჯარს უყვარს შავლეგო და შავლეგოს პროფესიონალიზმი სჭირდება ჯარს’, - განაცხადა სესიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი