სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - მამაკაცის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ექსპერტიზები დაინიშნება - მას ბრალი უკვე წარედგინა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. ბრალდებული საგარეჯოს პოლიციიდან კახეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ირინე იჩუკაიძე იცავს. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ იცნობს და აქედან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე მის პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. ერთს ვიტყვი, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ. მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ, თუმცა ვადის ამოწურვამდე აუცილებლად მექნება წვდომა. შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო ხვალ გაიმართოს", - განაცხადა ადვოკატმა.

85 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორო მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა,76 წლის ცოლი კი დაჭრა. 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.

იხილეთ ვიდეო: "ნანობს თავის საქციელს" - რას ამბობს სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცის ადვოკატი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა