მამკოდაში მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი მოქალაქეები  უვნებლად გადმოიყვანეს, მათ შორის ისინიც, ვინც გუშინ ნასვამები იყვნენ და  გადმოსვლაზე უარს აცხადებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა მამკოდის მიმდებარედ, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩენილთა შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცით, სამაშველო ოპერაციაში 25 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით განხორციელდა და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ცნობისთვის, სოფელ მამკოდაში, ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დაახლოებით 15-მდე ადამიანი არ ემორჩილებოდა პოლიციასა და მაშველებს.

„ისინი ქეიფობდნენ, ნასვამები არიან და მეორე ნაპირიდან გადმოსვლაზე უარს აცხადებენ“,-აღნიშნავდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იხილეთ ვიდეო: როგორ გადმოიყვანეს მაშველებმა მამკოდაში მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი ნასვამი ადამიანები

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა