გიორგი ქობულია მმართველ გუნდთან კონფლიქტზე - ბოლომდე ვერ გავითავისე თამაშის წესები

ბოლომდე ვერ გავითავისე თამაშის წესები,-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული კონფლიქტის კომენტირებისას განაცხადა.

ქობულიას თქმით, ის თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც მოხდა, რადგან მინისტრს თავიდანვე უნდა გაერკვია ის თამაშის წესები, რასაც გუნდი სთვაზობდა.

„ის, რაც მე მომივიდა, ამაში ძალიან დიდი წილი არის ჩემი პასუხისმგებლობის. ალბათ უფრო მეტი ძალისხმევა და დრო უნდა დამეხარჯა ჩემს საუბრებში მანამდე, სანამ მივიღებდი გადაწყვეტილებას ხელმძღვანელებთან, რომ უფრო კარგად გამერკვია თამაშის წესები. თუ ამ თამაშის წესებს რაღაცა ნაწილში არ ვეთანხმებოდი, ეს მე თავიდანვე უნდა გამეთავისებინა და მიმეღო მხედველობაში მაშინ, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას გავმხდარიყავი თუ არა მინისტრი. როცა უერთდები გუნდს, უნდა იცოდე, რომ თამაშის წესებით უნდა ითამაშო. მივიღეთ ის, რომ მე ბოლომდე ვერ გავითავისე თამაშის წესები, ან ვერ გავიგე, არ დავხარჯე საკმარისი დრო, რომ ეს გამეგო და მოხდა ის, რომ, , რაც მეგონა დასაწყისში, ეს არ გამართლდა. ამის შემდეგ მოხდა ის კონფლიქტი, რაც მოხდა“,-აცხადებს გიორგი ქობულია გადაცემაში „ფორბსის კვირა“

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის