გიორგი ქობულია მინისტრობის პირველ ეტაპზე - ჩემი საქართველოში არყოფნის გამო ძალიან მწვავე კრიტიკის ქვეშ მოვყევი, ძალიან გამიკვირდა, არავინ რომ არ დამიცვა  ჩემი გუნდიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მისთვის გასაკვირი იყო, როდესაც მას მმართველი გუნდიდან არ იცავდნენ, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის პირველ ეტაპზე საქართველოში არყოფნის გამო აკრიტიკებდნენ.

გიორგი ქობულიას განცხადებით, მას როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარტიის ლიდერთან შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, რომ სრულფასოვან მუშაობას სექტემბერში დაიწყებდა.

„ჩემი მოლაპარაკება, როგორც პრემიერთან, ასევე პარტიის ლიდერთან იყო მკაფიოდ ის, რომ ამ პოზიციას ვთანხმდებოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე საშუალება მექნებოდა, რომ საქმეები გადამებარებინა და როგორც ადრე ვილაპარაკე, ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. ჩვენი მოლაპარაკება იყო იმაზე, რომ მე დავიწყებდი სრულფასოვნად ამ სამუშაოს მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში. ეს იყო მკაფიოდ თქმული და მოლაპარაკებული. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ივლისი-აგვისტოს პერიოდში საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვედი, ვიმუშავე, მაგრამ სრულფასოვნად შევუდექი მხოლოდ სექტემბრიდან. ასევე, როცა საქართველოში არ ვიყავი, ხმები მომდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი საქართველოში არყოფნის გამო ძალიან მწვავე კრიტიკის ქვეშ მოვყევი. მართალი რომ გითხრათ, ძალიან გამაკვირვა, არავინ რომ არ დამიცვა, იგივე ჩემი გუნდიდან, მმართველი გუნდიდან რომ არავინ დამიცვა, ვერც მივხვდი ბოლომდე, მაშინ ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე და შესაძლებელია, რომ ახლა უფრო ვხვდებოდე, მაგრამ მაშინ ჩემთვის ეს გასაკვირი იყო,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ გადაცემაში „ფორბსის კვირა“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა