სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების სხდომა გაიმართა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ, პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარე იმის გათვალისწნებით, რომ ბრალდებული ხანდაზმულია, პატიმრობაზე უფრო მსუბუქ აღკვეთ ღონისძიებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არ ეს გაითვალისწინა. სხდომაზე ბრალდებულმა მოსამართლეს რამდენჯერმა მიმართა სიტყვით და აცხადებდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მისი შვილი, რძალი და ორი მეზობელი სხვამ მოკლა. ომარ გამყრელიძე ასევე ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ საგარეჯოში პოლიცის განყოფილებაში სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღევანდელ სხდომაზე საოლქო პროკურორატურის პროკურორის, ვლადიმერ ბექიშვილის განმარტებით, დანაშაულის ჩადენისას სავარაუდოდ ორი იარაღია გამოყენებული - გეკოს ტიპის თოფი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გარდა ამისა, გამყრელიძის სახლის დამხმარე სათავსოში აღმოჩენილია სანადირო თოფი, საბრძოლო ვაზნები და მჭიდი.

წინასამართლო სხდომა 25 ივნისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძეს,წინაღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა- ტარებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა