საგარეო უწყების ინფორმაციით, ისრაელში, ღაზას სექტორის საზღვართან 40 კილომეტრში დაწესებული საგანგებო რეჟიმი მოხსნილია

ისრაელში, ღაზას სექტორის საზღვართან 40 კილომეტრში დაწესებული საგანგებო რეჟიმი მოხსნილია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე სიმშვიდეა და ცეცხლი არ განახლებულა.

ისრაელისა და ღაზას სექტორის მებრძოლებს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიურ შეტაკებებს 4 ისრაელელი და 23 პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან 600-ზე მეტი ჭურვი ისროლეს, მაშინ როდესაც ებრაულმა მხარემ საპასუხოდ 320 სამიზნეზე მიიტანა იერიში. დაპირისპირებულ მხარეებს გაერო და საერთაშორისო საზოგადოება სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

როგორც დღეს დილით პალესტინელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, შეთანხმება შედგა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დაწყებული უნდა იყოს. თუმცა, ისრაელი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა