მოსამართლე გიორგი ტყავაძე - უზენაეს სასამართლოში მუშაობა იდეაფიქსი არ არის, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული

მე, ახლა, სააპელაციო სასამართლოში ვმუშაობ და უამრავი საქმე მაქვს, რეალიზებული ადამიანი როცა ხარ, აუცილებლად უზენაეს სასამართლოში მუშაობა იდეაფიქსი არ არის. ამიტომ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ტყავაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გამოთქვამს, თუ არა ხელახლა პრეტენზიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე.

როგორც გიორგი ტყავაძემ განაცხადა, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, შეიტანს თუ არა შესაბამის საბუთებს კონკურსისთვის, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის უნდა გამოცხადეს.

„ის, რომ ჩემი განაცხადიც დიდი ალბათობით ვიხილოთ, ამის თქმაც არ არის სწორი, იმიტომ, რომ მე ახლა სააპელაციო სასამართლოში ვმუშაობ და უამრავი საქმე მაქვს. რეალიზებული ადამიანი, როცა ხარ, იდეაფიქსი არ არის აუცილებლად უზენაეს სასამართლოში მუშაობა. ამიტომ, მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ვთვლი, რომ სადაც ვმუშაობ, იქ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვართმევ და თუ მომავალში რაიმე დამატებითი ფუნქცია დამეკისრა, შეიძლება მასაც გავართვა თავი, თუმცა ვიმეორებ, გადაწყვეტილება არც დიდი ან ნაკლები ალბათობით მიღებული არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, შევიტან თუ არა საბუთებს. ერთი თემაა საბუთების შეტანა, ხოლო მეორე თემაა კონკურსი. შესაძლოა, კონკურში უამრავი ხალხი მონაწილობდეს და ან იქნება კანდიდატურა წარდგენილი, ან არ იქნება. რა თქმა უნდა, ამის თაობაზეც კენჭისყრით იღებს გადაწყევტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, - განაცხადა გიორგი ტყავაძემ.

მისი მოსაზრებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ განწესებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ კანდიდატურებს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ, იციან საქმეთა ნაკადის მართვა და რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ კეთილსინდისიერები და კომპეტენტურები არიან. მოსამართლის თქმით, საქართველო ევროპაში ერთდაერთი ქვეყანაა, რომლსაც საკმაო რაოდენობის ვაკანსია აქვს და 8 წლის განმავლობაში არც ერთი მოქმედი მოსამართლე არ დანიშნულა უზენაეს სასამართლოში, რაც გულდასაწყვეტია. მისვე განმარტებით, ვინც ინიშნება ან ყოფილი მოსამართლეა, , რომელსაც წლებია, არ უმუშავია მოსამრთლედ, ან ინიშნება ისეთი პირი, რომელსაც საერთოდ არ უმუშავია მოსამართლედ.

ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა ახალ სიაში მოსამართლეთა ის გვარები, რომლებიც 2018 წლის დეკემბერს წარდგენილ ათკაციან სიაში იყო დასახელებული - იგივე მიხელ ჩინჩალაძე, ნინო სანდოძე და ა.შ. - მოსამართლე პასუხობს, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს, ვინაიდან მათთან მხოლოდ კოლეგიალური ურთიერთობა აქვს და არა ახლო მეგობრული.

„ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება აქვთ, დაამტკიცეს, რომ არ არიან კორუმპირებულები და მექრთამეები. ეს ხალხი არ გადადის უზნაესში და ისეთ ხალხს უნდა იქ მუშაობა, რომელსაც საერთოდ არ უმუშავია. პირდაპირ შეიძლება გახდეს ადამიანი გენერალი, თუ ჯარიკაცი არ იყო მანამდე?! ეს მომენტია და ზოგადად, მომხრე ვარ, რომ მოსამართლეები დაინიშნოს უზენაეს სასამართლოში. ვიქნები, თუ არა მე, ეს, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არ არის“, - განაცხადა გიორგი ტყავაძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განახლებულ სიაში შესაძლოა იუსტიციის საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა კვლავ დასახელდეს. როგორც მანაც ჟურნალისტებთან აღნიშნა , მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ განაცხადების მიღება დაიწყება, შესაძლოა, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატურაზე იფიქროს. „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადის ხელახლა შეტანის თობაზე ისაუბრა სააპელაციო სასამართლოს მოსამრთლე თამარ ალანიამ, რომლსაც ასევე უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობა სურს.

სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს, მერაბ გაბინაშვილს კი ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი, ამჯერადაც შეიტანს თუ არა განაცხადს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციანი სია პარლამენტს განსახილველად 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა. აღნიშნულ სიაში მოსამართლეების: თამარ ალანიას, გიორგი მიქაუტაძის, მერაბ გაბინაშვილის და გიორგი ტყავაძის კანდიდატურაც იყო დასახელებული მოგვიანებით კანდიდატებმა სიის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ განაცხადეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა