გზების დეპარტამენტი - თბილისი (პანტიანი) - მანგლისის გზის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება

თბილისი (პანტიანი) - მანგლისის გზაზე 10 კმ-იანი (კმ23-კმ32) მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა, კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა.

„უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ, საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 6 995 800 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა