თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთზე იმყოფებოდნენ

პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთზე იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის წევრებმა ირაკლი ბერაიამ, კობა კობალაძემ, გია ბენაშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და გიორგი ლომიამ საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთზე არსებული გადასასვლელები და საგუშაგო პუნქტები დაათვალიერეს და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. დეპუტატები სოფლებში ორსანტია, ხურჩა, საბერიო და დარჩელში იმყოფებოდნენ და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

„ადგილზე გავეცანით სიტუაციას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პირობებს, შესაძლებლობებს, აღჭურვილობას და მათ უსაფრთხოებას. ეგრეთ წოდებული სასაზღვრო პუნქტები, რაც დღეს დავათვალიერეთ, ყველაფერი დროებითია. ცივილიზაციას და ბუნებრივ წესრიგს ვერ გაექცევა ვერანაირი იმპერიალიზმი და მათ შორის, ვერც რუსეთი. ჩვენსა და ჩვენს თანამოქალაქე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ყველაფერი საერთო გვაქვს - მიწა, გეოგრაფია, სამშობლო, ურთიერთობები, ტრადიციები. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ოკუპაცია ყველას შეგვეხო, რადგან რუსეთს თავისი ვიწრო ინტერესი აქვს, რომელიც იმპერიალისტურ ძალას ემსახურება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

სოფელ ხურჩაში არსებულ გადასასვლელთან დეპუტატები გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილზე მივიდნენ.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელმა საკუთარ თავზე გამოსცადოს ქართული მართლმსაჯულების ძალა და სიმკაცრე. ასევე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დადგინდეს ჩვენი თანამოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გარემოებები“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ.

რაც შეეხება კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას, დეპუტატის განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესწავლა, მომავალშიც გაგრძელდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო