ბაჩანა შენგელია - ია კერზაიას საქმეზე სტრასბურგის მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ და სამართალს აუცილებლად მივაღწევ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ია კერზაია გარდაცვლილია, მე, როგორც მის უფლებამონაცვლეს უფლება არ მაქვს, რომ უკანონოდ ჩადენილი მოქმედებები სასამართლოში გავასაჩივრო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაჩანა შენგელიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლოს მიერ მისი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა და სამართალთან არანაირი კავშირი აქვს.

„დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ პრაქტიკულად დაგვიდასტურა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება, არ არსებობს სასამართლო. მან თქვა, რომ ვინაიდან ია კერზაია გარდაცვლილია, მის უფლებამონაცვლეს არ მაქვს უფლება, რომ უკანონოდ ჩადენილი მოქმედებები სასამართლოში გავასაჩივრო. მათი ლოგიკით, როცა ადამიანი გარდაიცვლება, მისი უფლებების დაცვა არც ერთ ადამიანს შეუძლია, რაც სამართლებრივად ნონსენსია. სასამართლოს დღევანდელ სხდომას სამართლებრივ ნაწილთან არავითარი კავშირი ჰქონდა, ეს იყო წინასწარ გამზადებული გადაწყვეტილება", - განაცხადა შენგელიამ, რომელიც ია კერზაიას საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაღებას გეგმავს, ვინაიდან მისივე თქმით, ქართულ მართლმსაჯულებაში სამართლის ძიებას აზრი არ აქვს.

„ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შიდა ისტანციებში სამართლის ძიებას ია კერზაიას საქმეში არანაირი აზრი არ აქვს. ბუნებრივია, მე გავაგრძელებ სტრასბურგის მიმართულებით მუშაობას და სამართალს აუცილებლად მივაღწევ.

სასამართლომ სარჩელის განხილვაზე პირდაპირ უარი თქვა, რომლითაც ინსპექტირების სამსახურის დასკვნის ბათილობაზე გვითხრა უარი, ასევე იმ ბრძანების ბათილობაზე, რომლითაც ია კერზაიას გათავისუფლება დაადგინა. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნაწილში და მორალური ზიანის სიმბოლურად ანაზღაურების ნაწილში სამოქალაქო კოლეგიას გადასცა განსახილველად", - განაცხადა შენგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა