თბილისის მერიამ მტკვრის ნარჩენებისგან დასუფთავება დაიწყო

თბილისის მერიამ მტკვრის ნარჩენებისგან დასუფთავება დაიწყო. თბილისის მერის დავალებით, „თბილსერვის ჯგუფის" და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მტკვრის დასუფთავების სამუშაოები მტკვარზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დასუფთავების სამუშაოები მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მდინარის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან - პოლიეთილენის პაკეტებისგან და პლასტმასის ბოთლებისგან გაწმენდას ითვალისწინებს.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილის დავით დოლიძის განცხადებით, აქცია მანამ გაგრძელდება, ვიდრე ტერიტორია სრულად არ დასუფთავდება.

„თბილისის მერის დავალებით, მეტეხის ხიდის ტერიტორიაზე განხორციელდება მდინარე მტკვრის დასუფთავების სამუშაოები, ვინაიდან, მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში ნარჩენებია. აქცია დაიწყო, გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება ტერიტორია დასუფთავებული. გაწმენდითი სამუშაოები პირველად არ ტარდება. მსგავსი სამუშაო შარშანაც ჩატარდა და ორი წლის წინაც",- განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება ესტონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მდინარე მტკვარზე გადაღებული ფოტოებია განთავსებული, დოლიძე ამბობს, რომ დასუფთავების სამუშაოები ამ ფოტოების გავრცელების შემდეგ არ დაუწყიათ და აქცია დაგეგმილი იყო.

"ჩვენ იმ პოსტთან კავშირი არ გვაქვს. ესტონეთის საელჩოს ჩვენთვის არ მოუმართავს. დავალება ქალაქის მერისგან მივიღეთ",- განაცხადა დოლიძემ.

"თბილსერვის ჯგუფი" სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დახმარებით ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა