მაია ცქიტიშვილი ანაკლიის აქციების ემისიაზე - პროექტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით ჯერ ბევრი კითხვაა

ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს ფინანსური დახურვის საკითხები. ჯერ ბევრი კითხვაა პროექტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "ინტერპრესნიუსს" ანაკლიის პორტის აქციების შესაძლო ემისიის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, რას ფიქრობს მინისტრი ანაკლიის აქციების ემისიასა და პროექტის ამგვარ გასაჯაროებაზე, მინისტრი განმარტავს, რომ ჯერ უნდა გაირკვეს აფინანსებენ თუ არა ბანკები პროექტს.

„ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა გაირკვეს თუ რამდენად არიან მზად ბანკები გასცენ სესხი პროექტის დაფინანსებისთვის. არის თუ არა კონსორციუმი იმ პოზიციაში, რომ თვითონ კაპიტალი მოიზიდოს და ალბათ მხოლოდ ამის შემდეგ იქნება სამართლიანი აქციების შეძენა შევთავაზოთ მოსახლეობას თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ,"-განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, კონსორციუმმა ეროვნულ ბანკს აქციების ემისიის შესახებ აპრილში მიმართა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი