მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე - იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება, მაშინ დასაბმელი გიჟი  ყოფილა ჩემი მეუღლე,  ტელეფონით, თუ რამეს გეგმავს

იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება, მაშინ დასაბმელი გიჟი ყოფილა ჩემი მეუღლე, ტელეფონით, თუ რამეს გეგმავს,-ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სუს-ის ბრალდებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მედიკო მარგოშვილის თქმით, სუს-ი მისი მეუღლის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს.

„ჭკუათხელი არ არის ჩემი მეუღლე, რომ ტელეფონზე ბინძურ რამეებზე ილაპარაკოს. მე ეს ვიცი და ყველამ იცის“,-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე.

რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, მედიკო მარგოშვილი პასუხობს: „მე არაფერი გამიკვირდება.

„ამათ ხელშია ეს ქვეყანა, სუს-ის ხელშია რას უნდა მოველოდო, მე არაფერი გამიკვირდება. ღამის სამ საათზე ჩამიცხრილეს მუხანათურად ბავშვი, ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ მაგის გადასაფარად პროვოკაციაზე წამოაგონ ჩემი მეუღლე. ნურას უკაცრავად! მაშინ მეც დამაკაონ“,-აცხადებს მაჩალიკაშვილის მეუღლე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა