ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი - ვიმედოვნებ, შემდგარი შეხვედრისა და  მაია ცქიტიშვილის ანაკლიაში ჩამოსვლის შედეგად, მოლაპარაკების პროცესი დაჩქარდება

ვიმედოვნებ, უკვე შემდგარი შეხვედრისა და ქალბატონი მაია ცქიტიშვილის ანაკლიაში ჩამოსვლის შედეგად, მოლაპარაკების პროცესი დაჩქარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრის ანაკლიაში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

ამასთან, ახვლედიანი აცხადებს, რომ მინისტრი ანაკლიაში თავისი ინიციატივით ჩავიდა.

„ამ შემთხვევაში მინისტრმა თავად გამოიჩინა ინიციატივა. ადრეც მოვიწვიეთ ჩვენ და ცხადია, ეს ორმხრივად გადაწყდა. მოხარული ვართ, რომ ჩამოვიდა ქალბატონი მაია და ადგილზე გაეცნო სამუშაოებს,"-განაცხადა ახვლედიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა