გიორგი შენგელია - მუნიციპალიტეტის ტურისტული  პოტენციალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსაამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ანაკლიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. პრაქტიკულად დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტისღირებულება 10 188 800 ლარია.

პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწყო წყალგამტარი, მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზობში შესასვლელები და საგზაონიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. უკვე მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა საპროექტო სამუშაოები.დაგეგმილია 17 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა.

2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტი აზიის განვითრების ბანკის მიერ 18,448,942 ლარით ფინანსდება. ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ადამიანს და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება.

„წელს ანაკლია-განმუხურში, საზაფხულო სეზონს, სრულად განახლებული ინფრასტრუქტურითა და მიმზიდველი ტურისტული გარემოთი ვხვდებით. ანაკლია-განმუხურში ჩასულ ტურისტებს სრულად განახლებული სანაპირო ზოლი, ინფარსტრუქტურა, მინი სტადიონები, რეაბილიტირებული ხიდი, ამფითეატრი და რესტორანი დახვდებათ. მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა