საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხულოს განყოფილებას ტექნიკა და ფორმები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხულოს განყოფილებას ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ფორმები გადაეცა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, ტექნიკურ და მატერიალურ გადაიარაღებას განაგრძობს.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის შემდეგ, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი გამავლობის მქონე „ურალის“ მარკის წყალმზიდი და სამაშველო მანქანა ხულოს განყოფილებას გადაეცა. ამასთანავე, განახლდა მეხანძრე-მაშველთა ფორმებიც.

„ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა რთული რელიეფური პირობების შესაბამისად არის ადაპტირებული და პასუხობს მაღალმთიანი აჭარის მოთხოვნებს. ასევე, აქვს შესაძლებლობა მოკლე დროში უზრუნველყოს დიდი რაოდენობის წყლის ტრანსპორტირება. ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ორი უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში, ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას, ბოლო 2 თვის განმავლობაში, უკვე 4 ახალი სახანძრო და სამაშველო მანქანა გადაეცა.

დღესვე, ხულოში მცხოვრებ მოზარდებს საშუალება მიეცათ თავად გამოეცადათ მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა, დაეთვალიერებინათ სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და წარმოდგენილი ინვენტარის გამოყენებით გაცნობოდნენ ხანძრის ქრობის სხვადასხვა ეფექტურ მეთოდებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ სახანძრო და სამაშველო ტექნიკას სხვა რეგიონებშიც განაახლებს. ასევე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მეხანძრე-მაშველი ახალი ფორმით სრულად იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია