ენერგოომბუდსმენი - ყველა ადამიანმა, ვისაც უკაცრავად და შპალერის გაკვრა შეუძლია კედელზე, დაშვებულია, რომ იმუშავოს გაზის შიდა ქსელის მოწყობაზე

ყველა ადამიანმა, ვისაც უკაცრავად და შპალერის გაკვრა შეუძლია კედელზე, დაშვებულია, რომ იმუშავოს გაზის შიდა ქსელის მოწყობაზე, რაც დაუშვებელია, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვარდიაშვილმა აღნიშნა, არავინ იცის ახალ კორპუსებში ვის მიერ არის გაზის შიდა ქსელი მოწყობილი, რადგან ქვეყანაში ქსელის მომწყობი კომპეტენტური ორგანიზაციები არ არსებობს.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები შიდა ქსელის მოწყობასთან მიმართებაში. არც ერთი ახალი კორპუსი არ არის ამისგან დაზღვეული იმიტომ, რომ შიდა ქსელი ვის მიერ არის მოწყობილი ჩვენ დღესაც არ ვიცით, არც თქვენ არ იცით და ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს, რომლებიც არიან კომპეტენტურები, რომ გაზის მეურნეობაში იყვნენ დაშვებულები. ყველა ადამიანმა, ვისაც უკაცრავად და შპალერის გაკვრა შეუძლია კედელზე, დაშვებულია, რომ იმუშავოს გაზის შიდა ქსელის მოწყობაზე, რაც დაუშვებელია. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა პარლამენტში კონსულტაციები, როდესაც შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. მე ჩემი რეკომენდაციები წარდგენილი მაქვს. ასევე ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და პაკეტი უკვე არსებობს იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადავიდეს საკანონმდებლო ჭრილში და კანონად გადაიქცეს, რომ სამომავლოდ მაინც ავიცილოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა