მალხაზ მაჩალიკაშვილი - შესაძლოა ასეთი საუბარი მქონოდა, მაგრამ ეს ჩემი ფიქრებია, როცა სუს-ს მდგომარეობიდან გამოვყავარ

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ძმის შვილთან მისი საუბრის ჩანაწერი სიმართლე იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ტერაქტის მიზანი არ ჰქონია და „ასეთი ფიქრების“ შესახებ მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა ხელისუფლებას „მდგომარეობიდან გამოჰყავს“.

მაჩალიკაშვილმა, რომელმაც ღამე პარლამენტთან გაატარა, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ტერაქტი უნდა გამოირიცხოს“.

„ხელისუფლებისა და მთელი საქართველოსადმი ჩემი გზავნილია შემდეგი: როცა ტერაქტს მაბრალებენ და ამბობენ, რომ მე ვარ საშიში, პირველად ყურადღება უნდა გამახვილდეს, თუ შევისყიდე სადმე იარაღი, თუ მქონია რამე შეხება. ამის შემდეგ შეიძლება დამაბრალონ ტერაქტთან დაკავშირებით რამე.

ამ შემთხვევაში ტერაქტი საერთოდ უნდა გამოირიცხოს. მე ერთი წელია აქ ვდგავარ და ვიცავ სასტიკად მოკლულ თემირლანს, თუმცა მე ამ ფიცით ვარ გამოსული აქ, რომ დავიცვა მისი სახელიც და დავიცვა მთელ ქვეყანაში ახალგაზრდობა. ასეთი საუბარი მე მქონია რამდენიმე, როცა ამათ გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ჩემი ფიქრებია, თუმცა მიზანი არ მქონია. როცა მე ესენი ძალათ მამწარებენ... მხეცი ვერ გაუძლებდა და როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ასეთი საუბარი. არ მახსოვს, შესაძლოა მეთქვას, მაგრამ როცა ჯოჯოხეთში ვყავარ სუს-ს, იქ მინდა გავიგო ვინაა ჩემი მტერი - მისი ცოცხალიც მაინტერესებს, მისი მკვდარიც მაინტერესებს, მისი შთამომავალიც და მოდგმაც, თუმცა არა იმიტომ რომ გავანადგურო, არამედ ვიცოდე, ვინაა ჩემი მტერი. თუ ჩემი ფიქრებიდან ამათ რაღაცის შექმნა უნდათ, მზად ვარ პასუხი ვაგო“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა