აშშ-ში სკოლის ტერიტორიაზე ორმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა

აშშ-ში დენვერთან ახლოს STEM-ის სკოლის კუთვნილ ტერიტორიაზე ორმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, შედეგად დაიღუპა ერთი მოსწავლე, ხოლო შვიდი დაშავდა. ორივე თავდამსხმელი დაკავებულია.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სკოლაში თავდასხმა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მალევე მივიდნენ. მომხდარის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. დაღუპული 18 წლის მოსწავლეა.

კოლორადოს გუბერნატორის ჯარედ პოლისის განცხადებით, იგი შემთხვევის ადგილზე დამატებით სამართალდამცველებს გაგზავნის. მომხდარს გამოეხმაურნენ თეთრ სახლში. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა