მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე - თვითონ ჩაბარდება, თუ რამე აქვს - დასაკავებელი არაფერი ჩაუდენია

მედიკო მარგოშვილი გამორიცხავს, რომ სამართალდამცავებმა მისი მეუღლე, მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავონ.

როგორც მედიკო მარგოშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, მის მეუღლეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად, დაკავების მოლოდინიც არ აქვს.

"არ ველოდები, რომ დააკავებენ მალხაზს, რადგან მას დასაკავებელი ჯერჯერობით არაფერი ჩაუდენია. დააკავონ დამნაშავეები. ვინც რამეში არის გარეული, ვინც რამე ჩაიდინა, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს. თვითონ ჩაბარდება, თუ რამე აქვს. დასაკავებელი ჩემს მეუღლეს არაფერი ჩაუდენია. არ მგონია, რომ დააკავებენ", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში ხელმეორედ დაიბარეს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 15:00 საათზე უნდა მივიდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა