მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში ხვალ მივა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე, 9 მაისს, 11:00 საათზე მივა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უწყებას მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე დაბარების ხვალისთვის გადადება იმის გამო სთხოვა, რომ დღეს, 15:00 საათისთვის სასამართლო პროცესი აქვს დანიშნული, ადვოკატის გარეშე კი მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში არ მივა.

"სუს-ში ხვალ, 11:00 საათზე უნდა მივიდეთ. 15:00 საათზე მაქვს სასამართლო პროცესი, რაც არაერთხელ ვუთხარი სუს-ს და სპეციალურად იბარებენ, რომ მე, არ გავყვე. დღეს, უჩემოდ არ წავა სუს-ში. ხვალ მივალთ, 11:00 საათზე", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია