გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მაისს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მაისს 10:00 საათიდან 18:30 საათამდე ელენერგია შეუწყდება აბონენტებს სოფლებში დიღომი, დიდგორი, ვეძისი, თელოვანი, ხოლო 11:00-დან 14:00 საათამდე - დიდ დიღომში და თბილისში ნურადინ ფრიდონის, ვაშაძის, ხატაეთის, შერმადინის და მიმდებარე ქუჩებზე.

მათივე ინფორმაციით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, შუაფხო, უძილაურთა და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში თვალივი, წიფრანი, ხილიანა, გუდრუხი, ქვემო ხორხი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა