სენატის დაზვერვის კომიტეტმა  ტრამპის უფროსი შვილი  ჩვენების მისაცემად დაიბარა

ამერიკის სენატის დაზვერვის კომიტეტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი შვილი, რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სახით ჩვენების მისაცემად დაიბარა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

სენატორები აპირებენ, დამატებით დაკითხონ დონალდ ტრამპი-უმცროსი იმ პასუხებთან დაკავშირებით, რაც მან გასცა კონგრესის გამომძიებლებს რუსეთთან დაკავშირებული გამოძიებისას. დაზვერვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წინაშე პრეზიდენტის ვაჟი 2017 წელს ერთხელ უკვე წარდგა. მაშინ ის აცხადებდა, რომ მოსკოვში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის გეგმის შესახებ მხოლოდ ზედაპირულად იცოდა. თუმცა, ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი თებერვალში ამბობდა, რომ დაახლოებით ათჯერ მიაწოდა ინფორმაცია ტრამპ-უმცროსს ამ მშენებლობის შესახებ.

აღნიშნული მოსმენა იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ სენატის დაზვერვის კომიტეტს, რომელმაც ტრამპის ვაჟი დაიბარა, პრეზიდენტ ტრამპის "რესპუბლიკური პარტია" აკონტროლებს, რაც მედიასაშუალების ინფორმაციით, იმის შესახებ მეტყველებს, რომ სენატში გრძელდება საკუთარი გამოძიება მოსკოვის ჩარევის შესახებ ამერიკის არჩევნებში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს