ლონდონში, ერთ-ერთ მეჩეთთან სროლა იყო

ლონდონში, ერთ-ერთ მეჩეთთან სროლა იყო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეჩეთში მორწმუნეები სალოცავად იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს იარაღიანი ადამიანი როგორ შევიდა მეჩეთში, მორწმუნეებმა, იგი მეჩეთიდან გაიყვანეს, რასაც სროლა მოყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლონდონის პოლიციის ცნობით, ისინი მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებენ. მეჩეთის იმამმა მუსლიმებს მოუწოდა, თავიდან აიცილონ სპეკულაციები და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში მომხდარი მასობრივი ტერაქტების გამო მსოფლიოს არაერთ ქალაქში რელიგიურ შენობებთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

იხილეთ ვიდეო: ლონდონში ერთ-ერთ მეჩეთთან სროლა იყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა