მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ დამაკავეს, აქციებს ჩემი მეუღლე გააგრძელებს

კობახიძეები, გომელაურები, გოგაშვილები, ხაინდრავები - ასეთები 50 კონად აღებული, მედიკოს ვაჟკაცობას ვერ გადაწონიან. ასეთი ვაჟკაცი ქალი გაყვება ამ აქციას, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუკი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ მას დააკავებენ, პარლამენტთან უწყვეტ აქციას მისი მეუღლე, მედიკო მარგოშვილი გააგრძელებს.

მაჩალიკაშვილის თქმით, მისი განადგურებისთვის ხელისუფლება ყველა ძალას იყენებს.

„გამოძიებასთან ბევრი კითხვა მაქვს. რასაც ესენი ჩემს გარშემო სჩადიან, ყველაფერი კანონსაწინააღმედეგოა. დღევანდელ ხელისუფლებას, მათ მიერ ჩაცხრილული, მკვდარი თემირლანის სულის ეშინია. თემირლანი ამათ იქიდან ებრძვის, მე კი არ ვებრძვი. თუ დამაკავეს, აქცია ჩვეულებრივად გაგრძელდება. არანაირი შეფერხება აქ არ იქნება. თუ დამაკავეს, აქ არის ჩემი მეუღლე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ჩამოვთვალო რამდენიმე ადამიანი: კობახიძეები, გომელაურები, გოგაშვილები, ხაინდრავები, ასეთი 50 კონად აღებული მედიკოს ვაჟკაცობას ვერ გადაწონიან, ასეთი ვაჟკაცი ქალი გაყვება ამ აქციას. კარგი ბიჭები არიან და მედიკოს შეურაცხყოფა მიაყენონ, თუნდაც ერთი სიტყვითაც“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს