ადვოკატი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას არ გამორიცხავს

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე დაბარებულია გასული წლის მაისში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თუმცა ამ შემთხვევაში, გამოძიების კითხვები სავარაუდოდ შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერს.

„ოფიციალურად, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაბარებულია 2018 წლის მაისში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგრამ მისი დაკითხვა უკავშირდება სხვა ფრაგმენტს, ამავე საქმეში, რომელიც სავარაუდოდ ეხება გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერს. როგორც ინფორმაცია გვაქვს, უნდა წარმოადგინონ სხვა მტკიცებულებებიც. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ და იმიტომ მივდივართ, რომ სამართლებრივი ენით ვისაუბროთ. ვნახოთ, განვიხილოთ და შევაფასოთ ეს მტკიცებულებები და ამის ირგვლივ პასუხი გავცეთ",- განაცხადა კუბლაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებმა მაჩალიკაშვილი დააკავონ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სრულ მასალაზე წვდომა არ გვაქვს, არ არის გამორიცხული, რომ მათ ჰქონდეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა ან არ ჰქონდეთ. ვერ ვიმსჯელებ, რამდენად მართებულია მისი დაკავების საკითხი, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ნება თუ არის, პროკურატურის ნება თუ არის, ამ შემთხვევაში საკმარისად ჩათვალონ ეს გარემოება და დააკავონ",- განაცხადა კუბლაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს