ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი საქართველოს ყველა რეგიონში აღინიშნა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცეს, დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს. იმ ვეტერანებს, კი, რომელთაც ავადმყოფობის გამო, მემორიალთან მისვლა ვერ შესძლეს, შინ ესტუმრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის N1033 განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაწესდა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 600 ლარისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრთათვის (მეუღლე, დაბადებიდან შშმ შვილი) - 300 ლარის ოდენობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა