გიორგი მიქაუტაძე ბესელიას ინიციატივაზე - პოლიტიკური შეხედულებების შეცვლის გამო, ადამიანები ახდენენ თავიანთი გადაწყვეტილებების რევიზიას და ცდილობენ ბერკეტების შენარჩუნებას სასამართლოზე

იმის გამო, რომ ადამიანებს ეცვლებათ პოლიტიკური შეხედულებები და ხედვები, ახდენენ თავიანთი გადაწყვეტილებების რევიზიას, ცდილობენ, რომ არსებული რეალობა მოარგონ რაღაც სიტუაციებს და შეინარჩუნონ ბერკეტები, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაზე,-ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ინიციატივას, რომელიც დღეს პარლამენტში დარეგისტრირდა. ეკა ბესელიასა და საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებას ეხება.

მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით რეფორმები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ყველასთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დღეს წინააღმდეგ გამოდიან, მისაღები იყო.

"ყველა ჩვენი თანამემამულე, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, ყველა პირი, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული, ერთხმად აღიარებდა იმას, რომ სასამართოს დამოუკიდებლობისთვის უდიდესი გარანტია არის უვადოდ გამწესება. ეს ასეა მსოფლიო წამყვანი ქვეყნების სტანდარტებითაც. ჩვენ მივაღწიეთ და მივიღეთ ასეთი კარგი რეფორმები და მასში დიდი წვლილი მიუძღვით ამ ადამიანებს (ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს), მათი მონაწილეობით იყო მიღებული ეს გადაწყვეტილებები.

არანაირი სურვილი არ მაქვს ჩავერიო პოლიტიკური ხელისუფლებების გადაწყვეტილებაში და კონკრეტული პოლიტიკოსების ხედვებში, თუმცა მოცემულობა არის აშკარად ასეთი-იმის გამო, რომ ადამიანებს ეცვლებათ პოლიტიკური შეხედულებები და ხედვები, ისინი ახდენენ თავიანთი გადაწყვეტილებების რევიზიას, ცდილობენ, რომ არსებული რეალობა მოარგონ რაღაც სიტუაციებს და შეინარჩუნონ ბერკეტები, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაზე, რაც არის ცალსახად არასწორი და ამას ყოველთვის შეეწინააღმდეგება სასამართლო ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი ჩარევის მცდელობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში",-აცხადებს მიქაუტაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა