ნატა მაჩალიკაშვილი - თუ მამაჩემი ნამდვილად ტერორისტია, ფაქტზე დაეკავებინათ

თუ მამაჩემი ნამდვილად ტერორისტია, ფაქტზე დაეკავებინათ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის ქალიშვილმა, ნატა მაჩალიკაშვილმა სუს-თან განუცხადა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების კითხვებს რამდენიმე საათია პასუხობს.

ნატა მაჩალიკაშვილის თქმით, მისი მამის დაკავების მოლოდინი არ აქვს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ნატა მაჩალიკაშვილის თქმით, სუს-ის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელება მისი ძმის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მიჩქმალვას ემსახურება და "ამათ თემირლანის საქმე არ შერჩება".

„გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე არაფერი შემიძლია ვთქვა გარდა იმისა, რომ დიდი შეცდომა იყო დაშვებული. თუ მამაჩემი ნამდვილად ტერორისტია, ფაქტზე დაეკავებინათ. ჯერ ერთი, იმ ჩანაწერში აფეთქება ნახსენები არ არის. ამათ უნდათ, რომ ტერორისტად გამოგვიყვანონ და ასეთ სიბინძურეებს ამიტომ აკეთებენ. მე, პირადად, არ მგონია დააკავონ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. იმ ჩანაწერის გამო თუ დააკავებენ ,ეს არანორმალური საქციელი იქნება“, - განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა რამდენიმე საათია მიმდინარეობს. მაჩალიკაშვილი სუს-ში ადვოკატებთან ერთად 15:00 საათზე მივიდა. ის გამოძიების კითხვებს სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პასუხობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს