მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ მანაღვლებს, დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე და დამაკავებენ თუ არა - ის მანაღვლებს, ხელისუფლება აღიარებს თუ არა, რომ თემირლანი უდანაშაულოდ მოკლეს

არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე და არც ის, დამაკავებენ თუ არა. მე ერთი რამ მანაღვლებს, ხელისუფლება აღიარებს თუ არა შეცდომას, რომ თემირლანი უდანაშაულოდ მოკლეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მან დაკითხვისას სუს-ის ყველა კითხვას პასუხი გასცა.

„მე ყველა იმ კითხვას გავეცი პასუხი, რაც კი მითქვამს, რაც მქონია გააზრებული, რაც გამიფიქრია და გადამიფიქრია. მე დასამალი არ მაქვს არაფერი და არც დავმალავ. არ მგონია განმეორებით დაკითხვაზე დამიბარონ, მაგრამ საქმე სასამართლოს გადაეცემა და სასამართლო გადაწყვეტს ვარ დამნაშავე, ვარ დასასჯელი თუ არა და დაველოდებით სასამართლოს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველანაირი ღირსეული ჩარჩოებიდანაა გასული და მათგან ყველაფერს ელოდება.

„არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე და არც ის, დამაკავებენ თუ არა. მე ერთი რამ მანაღვლებს, ხელისუფლება აღიარებს თუ არა შეცდომას, რომ თემირლანი უდანაშაულოდ მოკლეს, ამათ მიაწებეს თემირლანს ტერორისტის იარლიყი თავისი ტყავის გადასარჩენად. ჩემი ბრძოლა გაგრძელდება იმ დღემდე, ვიდრე ხელისუფლება არ იტყვის - დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე, ჩვენ დავაშავეთ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების წინაშე, ჩვენ დავაშავეთ ქართველი ერის წინაშე. სანამ ამ სიტყვებს არ იტყვის ხელისუფლება, ვართ ასე", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ჩემ ყველა სიზმარს ისმენენ, გუშინ ორივე "პალატკა" გადავატრიალე" - მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სუს-ის ყველა კითხვას უპასუხა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის