მაია მიმინოშვილი პარტია  „ქართულ ოცნებაში“  დასაქმდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაგრძობს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს. მიმინოშვილი პარტიაში უკვე ერთი თვეა მუშაობს.

მაია მიმინოშვილის „ქართულ ოცნებაში“ დასაქმებას ადასტურებს პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, თუმცა მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არ დააკონკრეტა, რა პოზიცია უკავია მიმინოშვილს პარტიაში.

„მაია პარტიაში მუშაობს, თუმცა რაც შეეხება კადრების მიღებას, ამას პოლიტსაბჭო წყვეტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავად მაია მიმინოშვილი „ინტერპრესნიუსის“ ზარებს არ პასუხობს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს