მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლაზე - გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება

მე გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე მისი სიტყვით გამოსვლის დროს წარმოქმნილ სიტუაციაზე კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერი საკითხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულზე მოკვლევა მიმდინარეობს.

„ბუნებრივია, მე აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა - მოკვლევა მიმდინარეობს. მე გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძის საუბარი შენელებული იყო და წყდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტრანსლაციის დროს ტექნიკური წუნი დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება