კობა გვენეტაძე - მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს დაბალი და სტაბილური ინფლაცია, რაც საქართველოში შენარჩუნებულია

მნიშვნელოვნია, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს დაბალი და სტაბილური ინფლაცია, რაც საქართველოში შენარჩუნებულია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, დედოლარიზაციის პოლიტიკა უფრო და უფრო ნაკლებად აქტუალურს გახდის ლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

„როგორც წესი, ეროვნული ბანკები არ აკეთებენ კომენტარს მოკლევადიან მერყეობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი არის, რაც ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში ყოველთვის იქნება მერყეობები. რაც უფრო მნიშვნელოვნია, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს დაბალი და სტაბილური ინფლაცია და ეს საქართველოში არის შენარჩუნებული, მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდშიც ასე იქნება. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება დოლარიზაციასთან დაკავშირებით, დედოლარიზაციის პოლიტიკა არის გაცხადებული პოლიტიკა ეროვნული ბანკისა და ზოგადად ხელისუფლების მიერ და ვფიქრობ, რომ ის შემცირება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო, დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტით მოხდა დოლარიზაციის შემცირება, როგორც სესხების, ასევე ვალდებულებების, დეპოზიტების მიმართულებით, გაგრძელდება. ეს უფრო და უფრო ნაკლებად აქტუალურს გახდის საკითხს კურსთან მიმართებაში“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა