პარლამენტმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო სწავლების სამეფო კოლეჯის დელეგაციას უმასპინძლა

ქართველმა კანონმდებლებმა პარლამენტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო სწავლების სამეფო კოლეჯის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის მთავარ ამოცანას უსაფრთხოების კუთხით რეგიონის შესწავლა წარმოადგენს.

შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტიდან სოფიო ქაცარავა, არჩილ თალაკვაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილი მონაწილეობდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს მთავარ საგარეო ამოცანებსა და ამ მიმართულებით არსებულ დინამიკაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკაზე.

„შეხვედრის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიები და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე, განიხილეს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს მომავალი წევრობის და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის საკითხები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს