გერმანიის კანცლერის თვითმფრინავს აეროპორტის ავტომანქანა შეეჯახა

სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დორტმუნდში ჩაფრინდა, ინციდენტის შედეგად დაზიანდა. აეროპორტის სახმელეთო სამსახურის ავტომანქანა პარკირებულ თვითმფრინავს Global 5000-ს შეეჯახა. ამის შესახებ „ბილდი“ იუწყება.

შეჯახების მომენტში მერკელი თვითმფრინავში არ იმყოფებოდა. მასში მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იჯდა. ისინი არ დაშავებულან.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ავტოტრანსპორტის თვითმფრინავთან შეჯახების მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.

გამოცემის წყაროს ცნობით, ავტომანქანის მძღოლი იმდენად აღფრთოვანებული იყო კანცლერის თვითმფრინავის ხილვით, რომ მუხრუჭის გამოყენება დაავიწყდა, რის გამოც შეჯახება მოხდა.

ცნობილი ხდება, რომ ანგელა მერკელი ბერლინში ვერტმფრენით დაბრუნდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ