ეკა ბესელია - ნინო გვენეტაძეს კონფლიქტი ჰქონდა  ჩინჩალაძის ჯგუფთან,  ის გადადგომას არ აპირებდა

ვიცი, ნინო გვენეტაძის წუხილი და მისი კრიტიკული დამოკიდებულება ამ ჯგუფის მიმართ - ჩინჩალაძის ჯგუფთან. მას კონფლიქტი ჰქონდა ამ ჯგუფთან. ის გადადგომას არ აპირებდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ეკა ბესელიას არ სჯერა, რომ ნინო გვენეტაძე ჯანმრთელობის მდგომარების გამო გადადგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან, რომელიც იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა. ეკა ბესელიას თქმით, როდესაც თავად ნინო გვენეტაძე არ საუბრობს მის გადადგომის შესახებ რეალურ მიზეზებზე, თვითონ ამაზე საუბრის უფლებას თავს ვერ მისცემს, თუმცა „როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა ეს არ იყო მისი თავისუფალი ნების გამოვლინება“. ბესელიას განმარტებით, ნინო გვენეტძე ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ შიდადაპირისპირების გამო.

„მე, ქალბატონ ნინოს ვხვდებოდი ხოლმე და ბუნებრივია, ვსაუბრობდით. ვიცი, მისი წუხილი და მისი კრიტიკული დამოიკიდებულება ამ ჯგუფის მიმართ, ჩინჩალაძის ჯგუფთან. მას ჰქონდა კონფლიქტი ამ ჯგუფთან. ის გადადგომას არ აპირებდა. მე, მას რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე და სანამ გადადგებოდა, გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტში სამეცნიერო მიწვევა მქონდა ზუსტად იმ ზაფხულს, აგვისტოში. მაქს პლანკის ინსტიტუტის მიწვევით ვიმყოფებოდი იქ და ზუსტად, იქ უნდა ჩამოსულიყო ნინოც. ერთიანი კონფერენცია უნდა ჩაგვეტარებინა საქართველოს მართლმსაჯულების თემაზე და ველოდებოდით. უცებ განცხადება გააკეთა გადადგომაზე. წინა დღეს ვესაუბრე, არც ფიქრობდა, არც აპირებდა ასეთ რამეს. როგორც ჩანს, ის იძულებული გახადეს ასეთი გადაწყევტილება მიეღო. არ ვიცი. მე, მაინც მგონია, რომ მოვა დრო, როდესაც ის ისაუბრებს ამ თემებზე. არ ვიცი, თვითონ რატომ ვერ დგამს ამ ნაბიჯს. მე, ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ და ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიაა, რომელიც ასე ჩვეულებრივ არ იწერება, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასე გადადგება და გადადგომას წინ უსწრებს განცხადებები, რომ ის საბჭოს მხრიდან მძიმე მდგომარეობაში იყო. გახსოვთ ერთი განცხადება, რომ „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“ - ძალიან რთულ სიტუაციაში, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო იმ შიდადაპირისპირების გამო, რაც იყო მასსა და იუსტიციის საბჭოს დანარჩენ წევრებს შორის.

მე, ადამიანურად თანავუგრძნობდი. ჩემი მხრიდან ნამდვილად გამოვხატავდი ამ მზაობას, რომ რითაც შემეძლო, ძალიან პრინციპულად ვიდექი იმ პოზიციაზე, რაც მიმაჩნდა რომ იყო სწორი. მე არ მჯერა და ეს ინფორმაციაც მაქვს, რომ ის იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო და ალბათ, მოვა დრო, როდესაც ის ამაზე ილაპარაკებს. როგორც ჩანს, იყო რაღაცა გარემოებები, რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება არჩია და ამ თემაზე დღემდე ვერ საუბრობს . მე, მართლა მინდა, მას ვუსურვო საკუთარ თავში იპოვოს ის ძალა, რომ თავად ისაუბროს ამაზე. მე, არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელიც შეიძლება იყოს ტაბუდადებული“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა და გერმანიაში მურნალობის გაგრძელება დაასახელა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა