თამარ ხულორდავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ფრანჩიჟეკ რუჟიჩკას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ირინე ფრუიძესთან ერთად სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ფრანჩიჟეკ რუჟიჩკას, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსს მიხალ კომადას, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს რობერტ ანდრეიჩაკს და სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პაველ ვიზდალს შეხვდა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს..

შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტზე - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა და ამ თვალსაზრისით, სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე და გატარებული რეფორმები გააცნო.

„დღეს საქართველო აგრძელებს იმ კურსს, რომელიც ევროკავშირთან დაგვაახლოვებს. ევროკავშირი არის ის სივრცე, რომლის ნაწილიც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ. იმედი გვაქვს, გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი ინება სლოვაკეთის მხარდაჭერა“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ შეხვედრისას.

სტუმრებმა კომიტეტის წევრებს ევროინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის გამოცდილება გაუზიარეს. მხარეებმა, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას, ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მხარეებმა ხაზგასმით აღინიშნეს, რომ ევროკავშირისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას.

მხარეებმა, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრეს.

ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იბრძვის საქართველოს ხელისუფლება ამ გამოწვევის დასაძლევად.

თამარ ხულორდავამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა