ლევან დავითაშვილი - პრემიერს არაფერი შეშლია, ყველა ის სახელმწიფო  პროგრამა,  რომელიც  სოფლის მეურნეობაში ხორციელდება,   ზუსტად სუბსიდირების ხასიათს ატარებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა შეცდომა დაუშვა და სახელმწიფო ჩაის კულტურისა და მევენახეობის დარგის სუბსიდირებას არ გეგმავს.

როგორც ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მედიასაშუალებები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ ინფორმაციის გაშუქებას, პრემიერ მინისტრს კი შეცდომა საუბრისას არ დაუშვია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებებმა მეტი პასუხისმგებლობით გააშუქონ ინფორმაცია, რათა მოსახლეობა შეცდომაში არ შევიყვანოთ. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრს შეეშალა ინფორმაცია სუბსიდირებასთან დაკაშირებით, რომელიც უკავშირდებოდა პრემიერის განცხადებას ჩაისა და საღვინე ყურძნის თანადაფინასებაზე. აქ ვფიქრობ, რომ ან მიზანმიმართულად იყო ინფორმაცია გავრცელებული, მათ შორის სათაურშიც იყო ნახსენები, რომ პრემიერს შეეშალა ან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ სუბსიდირება გულისხმობს არამხოლოდ ფასნამატს, როგორც ეს არის აღქმული ბევრი არაპროფესიონალის მიერ, არამედ სუბსიდირება გულისხმობს ზუსტად თანადაფინასებას და ყველა ის სახელმწიფო, პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ხორციელდება ზუსტად სუბსიდირების ხასიათს ატარებს. მათ შორის, ჩვენ გვქონდა საუბარი სამეგრელოს აგროსაინვესტიციო ფორმუზე, ჩაის სექტორზე დამატებით კომპონენტებზე და შესაბამისად, ვგულისხმობთ დამატებით სუბსიდირებას. გვქონდა პრეზენტაცია ახალი პროგრამის, რომელიც საღვინე ჯიშის ყურძნის ვენახების გაშენებას გულისხმობს და ბუნებრივია, ესეც სუბსიდირების ფორმაა და რა თქმა უნდა, არანაირ ფასნამატზე არ იყო საუბარი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა თავადაც გააცნობიერონ რაზეა საუბარი და არ მოხდეს მიზანმიმართულად ინტეპრეტირება ინფორმაციის - ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, პრემიერს არაფერი არ შეშლია. პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პროგრამის შეჩერების, გაგრძელების თუ დაწყების შესახებ და ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილებებია, რასაც შემდგომ სამინისტროები ახორციელებენ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლევან დავითაშვილმა.

ის, ასევე არ ეთანხმება ინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაშვებული შეცდომა სამინისტროს თანამშრომლებმაც დაადასტურეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით სამინისტროს თანამშრომლები ინფორმირებულები არიან უწყებაში მიმდინარე პროცესების შესახებ და იცოდნენ, თუ რაზე ისაუბრა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა