ომბუდსმენი - არაერთი რელიგიური პანსიონი ლიცენზირების გარეშე მოქმედებს და სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ბავშვი ირიცხება ამ ტიპის პანსიონებში

არაერთი რელიგიური პანსიონი ლიცენზირების და რეგულირების გარეშე მოქმედებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიაჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" განუცხადა, სადაც ის სპეციალურ ანგარიშს - „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა" წარადგენს.

ომბუდსმენის თქმით, უცნობია რამდენი რელიგიური პანსიონი მოქმედებს ლიცენზირების გარეშე, რადგან არ არის დარეგულირებული და თავად სახელმწიფოსაც ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ლომჯარიას განმარტებით, აღნიშნული გამოწვევას წარმოადგენს და პრობლემა გადაჭრას საჭიროებს.

„მნიშვნელოვანია, რომ რელიგიური პანსიონების ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს. არაერთი რელიგიური პანსიონი ლიცენზირების და რეგულირების გარეშე მოქმედებს. სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ირიცხება ამ ტიპის პანსიონებში და შესაბამისად, ეს სფერო არის სრულიად რეგულირების და კონტროლის მიღმა“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა