მიხეილ ყაველაშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისმა უმასპინძლოს

კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გასამართად მასპინძელი ქალაქის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტის (ფიბას) დელეგაცია იმყოფება, რომლის წევრებს ლუბომირ მანდიჩს, მონიკა პუხნერს და საკის კონტოსს დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრები ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის საკითხს დეტალურად გაეცნენ.

მათივე ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოს შეტანილი აქვს განაცხადი, რომ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.

„მიმდინარე წლის 25 მაისს, ფიბა განიხილავს საკითხს, თუ რომელ ქალაქს მიანიჭოს უპირატესობა და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. ამ საკითხში მთავრობა აქტიურადაა ჩართული, კალათბურთის ფედერაციაც ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს, გუნდიც ძალიან კარგი გვყავს. საქართველოში ყველას უყვარს კალათბურთი და, შესაბამისად, ყველასთვის სასიხარულო იქნება, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა