ლევან კობერიძე - საკითხი ეხება არა ქობულიას, არამედ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას

ქობულიასთან შეხვედრა გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად მოვუსმინოთ ეკონომიკის მოქმედ მინისტრს, თუ რა ხედვები აქვს, რადგან ჯერჯერობით რაც გავიგეთ, პრივატიზაციის, ჰესებისა და წიაღისეულის გაყიდვით ვაპირებთ ეკონომიკის განვითარებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

ლევან კობერიძის განცხადებით, საკითხი ეხება არა ქობულიას, არამედ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია იმ ადამიანის ხედვების მოსმენა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება სწრაფ ტემპებშია შესაძლებელი.

„უმრავლესობა დაესწრება შეხვედრას თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ, დამოუკიდებელი დეპუტატები, დეპუტატთა დიდი ნაწილი და საზოგადოება ფიქრობს, რომ ძალიან აქტუალური თემაა. თემა ეხება არა ქობულიას, არამედ ეკონომიკის განვითარებას. ქობულია ამბობს, ქვეყანა შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს ეკონომიკური თვალსაზრისითო. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა მისი პროფესიული მოსაზრებები. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად მოვუსმინოთ ეკონომიკის მოქმედ მინისტრს, თუ რა ხედვები აქვს, რადგან ჯერჯერობით რაც გავიგეთ, პრივატიზაციის, ჰესების გაყიდვითა და წიაღისეულის გაყიდვით ვაპირებთ ეკონომიკის განვითარებას თურმე. ვფიქრობ, რომ სხვა უფრო მნიშვნელივანი დეტალი შეიძლება იყოს ეკონომიკაში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

როგორც ცნობილია, ხვალ პარლამენტში ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას მოუსმენენ. უმრავლესობა შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს