გიორგი გახარია - შევაფასებთ სიტუაციას  და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, რა ძალებით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი არჩევნების დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დამკვირვებლებთან ერთად გადავწყვეტთ, რა ძალებით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი ყველა ლოკაციაზე, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, ხომ არ იქნება 19 მაისის არჩევნებზე განსაკუთრებული მობილიზება პოლიციის მხრიდან.

მინისტრის თქმით, მოხდება სიტუაციის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შევაფასებთ მდგომარეობას, როგორც ზუგდიდში, ასევე ზესტაფონსა და მარნეულში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დამკვირვებლებთან ერთად გადავწყვეტთ, რა ძალებით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი ყველა ლოკაციაზე. ეს არის ჩვენი ტექნიკური საკითხი, რომელსაც გადავწყვეტთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით. რაც შეეხება ძირითად ნაწილს, შსს და პოლიცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ თავიანთი აზრის გამოხატვის თავისუფლებას, წყნარად და მშვიდ გარემოში“,- აღნიშნა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს