ქეთევან ციხელაშვილი რუსული ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეებზე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს ესაუბრა

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რუსული ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს დირკ ვიზეს ესაუბრა.

„დირკ ვიზეს, რომელიც ამავდროულად გერმანიის მთავრობის უფლებამოსილი პირია რუსეთთან საზოგადოებათა შორის ურთიერთობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე.

ერთ საათიანი შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას. გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ და სახელმწიფო მინისტრს გერმანიის მხარდაჭერა აღუთქვა სამშვიდობო პროექტების განხორციელებაში“,- ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს