აშშ-ის სასამართლომ კომპანია Bayer-ს სიმსივნით დაავადებული მეუღლეებისთვის 2  მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაავალა

ამერიკის სასამართლომ გერმანული ქიმიური და ფარმაცევტული კონცერნი Bayer პასუხისმგებლად ცნო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი შვილობილი კომპანიის Monsanto-ს მიერ წარმოებულმა ჰერბიციდმა მეუღლეებში ონკოლოგიური დაავადება გამოიწვია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

მსაჯულთა სასამართლომ კალიფორნიაში Bayer-ს ორი მილიარდი დოლარის ოდენობის (1.78 მილიარდი ევრო) კომპენსაციის გადახდა დაავალა წყვილისთვის, რომელიც კონცერნის კუთვნილ კომპანიას შხამიანი ჰერბიციდის წარმოებაში ადანაშაულებს.

ბრალდების მხარე შეეცადა დაერწმუნებინა ნაფიცი მსაჯულები, რომ Monsanto კვლევების მონაცემებით მანიპულირებას შეეცადა და სურდა პოტენციური საფრთხე დაეფარა. მედიასაშუალების ცნობით, ეს უკვე მესამე პროცესია, რომელიც Bayer-მა წააგო. თუმცა, კონცერნის ადვოკატები აპელაციის შეტანას გეგმავენ.

ამ დროისთვის ამერიკის სასამართლოებში Monsanto-ს წინააღმდეგ 13 400 სარჩელია შეტანილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა