კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებული პირი მაღალი სართულიდან სამუშაოს წარმოებისას ჩამოვარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

იხილეთ ვიდეო: კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა