მაგდა მაღრაძე - განათლების რეფორმა ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის

„ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს“ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე მიიჩნევს, რომ განათლების კომპლექსური რეფორმა სისტემის განვითარების საქმეში დადებით შედეგს გამოიღებს.

„დღეს განვიხილეთ ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებიც მასწავლებლების კორპუსი პროფესიულად განვითარდება და გაძლიერდება, რაც თავისთავად დადებით შედეგს გამოიღებს განათლების სისტემის განვითარების საქმეში. გაჟღერდა, რომ მასწავლებლის ხელფასი მოიმატებს, ასევე მოხდება ახალი კადრების მოზიდვა განათლების სიტემაში, რაც მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებისთვის. ჩვენ, როგორც დონორი ორგანიზაცია, მივესალმებით ამ ახალ ინიციატივას და მიგვაჩნია, რომ განათლების რეფორმა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში,“ - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, რომელიც არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრას დაესწრო.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს