ლევან იოსელიანმა ყოფილი სპორტკომპლექსის შენობაზე საპროტესტო შინაარსის ბანერი - „მერია, ეს შენობა შენია“ გააკრა

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა ალექსანდრე ელისაშვილთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სოლოლაკში (ლ.ასათიანის #50) მდებარე, მიტოვებული და სტიქიურ ნაგავსაყრელად ქცეული, ყოფილი სპორტკომპლექსის შენობაზე საპროტესტო შინაარსის ბანერი მოწოდებით: “მერია, ეს შენობა შენია”, “დაგვიბრუნე სპორტდარბაზი” გააკრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლევან იოსელიანის შტაბიდან აცნობეს.

ლევან იოსელიანის თქმით, ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე სპორტდარბაზი სოლოლაკელებს არ დაუბრუნდება.

„დღეს უკვე მეორედ გავაპროტესტეთ ის უნიათობა და უპასუხისმგებლობა, რაც ამ სპორტდარბაზის ირგვლივ ხდება. სოლოლაკში არსებული ერთადერთი სპორტული კომპლექსი, 25 წელია სავსეა ნანგრევებით, ნაგვითა და შპრიცებით. მერიას აქვს ასეთი არჩევანი-დატოვოს ეს შენობა ნარკომანიის ბუდედ, ან აქციოს კვლავ ჯანსაღი თაობის აღზრდის ცენტრად, სადაც ახალგაზრდები დაკავებული იქნებიან სპორტის სხვადასხვა სახეობით. იმედია, მერია სწორ არჩევანს გააკეთებს. სწორედ ამიტომაც გავაკარით დღეს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით აქ ბანერი მოწოდებებით „მერია ეს შენობა შენია“ და „დაგვიბრუნე სპორტდარბაზი“. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას იქამდე, სანამ ეს სპორტდარბაზი არ დაუბრუნდება სოლოლაკელებს”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა