დავით ზალკალიანი - იმედი მაქვს, დავით გარეჯთან დაკავშირებით  ბაქოში შეხვედრა კონსტრუქციულად ჩაივლის

დავით გარეჯთან დაკავშირებით შეხვედრა ბაქოში ამ წუთებში მიმდინარეობს და იმედი მაქვს, კონსტრუქციულად ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანული მხარისგან არსებობს მზადყოფნა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს მოლაპარაკებები დავით გარეჯთან დაკავშირებით.

„სამუშაო კომისიების თანათავმჯდომარეებს შორის პირველი შეხვედრა ბაქოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩემი მოადგილე, სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ხვდება აზერბაიჯანელ კოლეგებს. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა კონსტრუქციულად ჩატარდება ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება. ამის თქმის საფუძველს აზერბაიჯანელი კოლეგისგან მიღებული ინფორმაციაც მაძლევს. ისინი მზად არიან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა